„ხუთივე დაღუპული ერთ განსასვენებელში...“ - საბერიოში დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ
1736405814
2025 წლის დასაწყისში როგორცაა ჩვენი სასტუმრო დატვირთული, ასეთი ზამთარი მე არ მახსოვს, - აცხადებს Hotel Chatini Mestia - სასტუმრო ჩათინი მესტია-ს დამფუძნებელი თათია ჯაფარიძე. მისი განმარტებით, Hotel Chatini Mestia-მ სეზონი ოფიციალურად 24 დეკემბრიდან გახსნა და „ამ დღის შემდეგ სრულიად სავსე ვართ“.
„სეზონის გახსნიდან დღემდე 100%-ით ვართ დატვირთულები, აგვისტოს თვეშიც კი არ მქონია ასეთი დატვირთვა. ჯავშნები მაქვს როგორც იანვრის სრულ თვეზე, ისე თებერვალზე.
ჯგუფური ჯავშნები წინასწარ მქონდა, მაგრამ არა 100%-ით. თუმცა დანარჩენი ჯავშნები აქტიურად შემოდის 3-4 დღით ადრე და სასტუმრო ივსება. მაგალითისთვის, რომ გითხრათ დღევანდელი დღის ჩათვლით მე ყველა ნომერი დაჯავშნილი და გაყიდული მქონდა“, - აცხადებს თათია ჯაფარიძე.
Hotel Chatini Mestia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯავშნების გაუქმებები ჰქონდა, საბოლოო ჯამში სასტუმროს ჯავშნებმა მოლოდინს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ Hotel Chatini Mestia-ს აქტიურად სტუმრობენ, როგორც ქართველი ისე უცხოელი დამსვენებლები.