ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1752785109
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" ახალი დირექტორი ჰყავს. "მედია ჰოლდინგის" ახალ ხელმძღვანელად რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა.
ის თანამშრომლებს არხის ყოფილმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა წარუდგინა, რომელიც საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.
"კეთილი იყოს ჩემი ფეხი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს; მე ზუსტად ახლა დავიწყებ დაგეგმვას. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ აგვისტოში დასვენება არ გველოდება. გველოდება ცხელი აგვისტო და იმედი მაქვს, რომ - მაყურებლისთვის სასიამოვნო სექტემბერი. შევხვდით ყველა მიმართულების ხელმძღვანელებს. ახლა დავიწყებ ყველგან ცალ-ცალკე შეხვედრას. ჩემი სურვილია, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. იმედია, ის ჩანაფიქრები, რომელიც "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით მაქვს, ადგილობრივ, არაჩვეულებრივ სტაფთან ერთად, შესრულდება", - აცხადებს ბაკურ ბაკურაძე.