1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„რუსთავი 2-მა“ 4 სექტემბერს ახალი სეზონი ახალი გადაცემებით დაიწყო. არხმა, ტრადიციულად, ერთგული მაყურებლისთვის ის მეგაპროექტები მოამზადა, რომლებიც საერთაშორისო წარმატებული შოუების ანალოგია და მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
„გვაჩვენე შენი ხმა“, „შეფების ლიგა“, „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონი და განახლებული „ნამდვილი ექიმები“ - ეს მხოლოდ ნაწილია იმ სატელევიზიო პროდუქტებისა, რომელსაც „რუსთავი 2-ის“ გუნდი მაყურებლისთვის ამზადებს.
„გვაჩვენე შენი ხმა" - ეს არის კორეული სატელევიზიო შოუ. გადაცემის მთავარი პრინციპის მიხედვით, ჟიურიმ უნდა გამოიცნოს, შეუძლია თუ არა სიმღერა მის წინ მდგარ მონაწილეს.
ჟიურის წევრები არიან: პაატა გულიაშვილი, თამარ ფხაკაძე, ავთო გვასალია და გიგი დედალამაზიშვილი.
სცენა, სადაც, ამ დრომდე, უცნობი სახეები პირველად გამოჩნდებიან ყოველდღიურად იცვლება, ნათდება და ლაგდება ისე, რომ კორეული გადაცემის ანალოგი ქართველი მაყურებლისთვის გახდეს ერთნაირად საინტერესო, აზარტული და ხარისხიანი.
ჟიურის წინაშე კი გამოჩნდებიან მონაწილეები, რომლებსაც აქვთ მუსიკალური მონაცემები, პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კონკურსანტებიც, რომლებიც მსაჯების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან.
ასევე ნახეთ:
VIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს დიასა
ჭორი თუ სიმართლე - გიორგი ნაზღაიძე "პრაიმ ჰაუსს" აღარ წაიყვანს?!