„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
გუმისთის ბრძოლის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. მათ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გუმისთასთან შეტაკებისას დაღუპული მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისმთავრობის თავმჯდომარე, ვეტერანები და გუმისთის ბრძოლაში მონაწილე მებრძოლები.