გოგა მანიას წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე

გოგა მანია

 ეზოტერიკოსი, გოგა მანია, „პრაიმტაიმს“ ხშირად აძლევს ინტერვიუს. ამჯერად, ის ახალ წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება.

„სამწუხაროა, მაგრამ ძალიან მალე ქართველ ფეხბურთელს დავკარგავთ... ტრაგედია იქნება სვანეთის გზაზე, ასევე, ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი. მაღალმთიან ადგილებში, ორ ადგილას მოსალოდნელია შოვის მსგავსი ტრაგედია.

გაფრთხილება საზოგადოებას: ერიდეთ ბენზინგასამართ სადგურებს, რადგან მოსალოდნელია აფეთქება, ასევე ვაფრთხილებ, გაზზე მყოფ მანქანებს და ავტომატარებლის მძღოლებს, იყავით ძალიან ფრთხილად. თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში, შესაძლოა პატარა აფეთქება მოხდეს. ყურადღებით იყავით რელსებთან, რადგან გადავარდნის და გადაგდების შანსი არსებობს. დიდი ყურადღება გმართებთ ბავშვებთან, განსაკუთრებით, კორპუსებთან და მანქანებთან დაკავშირებით.

მსოფლიოს რაც შეეხება, უკრაინის ომი ასე მარტივად არ სრულდება და პირიქით, ომები მოიმატებს, არც ირანი და ისრაელი არ დასრულებულა“, - ამბობს გოგა მანია.