„გოდერძის თასი 2025“- აჭარის სამთო კურორტზე ტურნირი გაიმართა

გოდერძი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით აჭარაში, სამთო კურორტ გოდერიძე სათხილამურო ტურნირი „გოდერძის თასი 2025“ ჩატარდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

ტურნირში ერთმანეთს მოყვარული მოთხილამურეები შეეჯიბრნენ, გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ, ტურნირთან დაკავშირებით, სამთო კურორტზე სხვადასხვა ტიპის აქტივობები მოაწყო, კურორტზე კვების სივრცე და ფოტო ზონა იყო წარმოდგენილი. ტურნირის მონაწილეთა განწყობაზე დიჯეიმ იზრუნა.

ღონისძიების მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია, სეზონურობის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.