1731440782
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 24-26 ივლისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბაქოში დაგეგმილია გივი მიქანაძის პირისპირ შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ემინ ამურლაევთან.
ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი საქართველო-აზერბაიჯანის ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, ქალაქ ყუბას ოლიმპიურ-სპორტულ კომპლექსში, ყუბის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ ილგარ მაჰმუდოვთან ერთად, გივი მიქანაძე ქართულ-აზერბაიჯანული ბანაკის ახალგაზრდებს შეხვდება.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.