გიორგი ღურჯუმელიძე: ბახმარო-ჩოხატაურის გზაზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება საავტომობილო მიმოსვლა​

გიორგი ღურჯუმელიძე

ბახმარო-ჩოხატაურის გზაზე უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება საავტომობილო მიმოსვლა, თუმცა გაგრძელდება მუშაობა, რომ სრულად მოწესრიგდეს იქ არსებული ვითარება, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ.

როგორც გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ისე მუნიციპალიტეტის მიერ.

„ძლიერმა წვიმამ ბახმარო-ჩოხატაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, არსებულ ღელეებზე გამოიწვია წყლის დონის მატება, რამაც ჩამოტანა ღორღის მასა გზაზე, შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა და ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ისე მუნიციპალიტეტის მიერ. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება საავტომობილო მიმოსვლა, თუმცა კომპანიები გააგრძელებენ მუშაობას, რომ სრულად მოწესრიგდეს იქ არსებული ვითარება“, - განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.