გიორგი ღოღობერიძის საყურადღებო ვიდეომიმართვა - „დააკვირდით, ხომ არ გაქვთ ხელების უნებლიე მოძრაობა...“

ღოღობერიძე

ქიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სასარგებლო რჩევას აზიარებს, რომელიც ფეხის კუნთების უნებლიე დაჭიმულობას, ე.წ. „განასკვას“ ეხება.

როგორც ექიმი განმარტავს, მსგავსი სიმპტომების შესამოწმებლად მარტივი დაკვირვებაც კმარა: „გამოწიეთ ორივე ხელი წინ და დააკვირდით, ხომ არ გაქვთ ხელების უნებლიე მოძრაობა — ტრემორი. ასევე ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ გაქვთ ფეხის უნებლიე დაჭიმულობა ან შეკუმშვა. ამას ხშირად ეძახიან — „ფეხი გამენასკვა“.“

მისი თქმით, კუნთების დაჭიმულობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რაც ხშირად ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს უკავშირდება. ექიმის განმარტებით, თანამედროვე კვება ყოველთვის არ უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობით მაგნიუმის მიღებას. გარდა ამისა, გარკვეული მედიკამენტები ორგანიზმიდან მაგნიუმის გამოდევნას უწყობს ხელს.

გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ კუნთების დაჭიმულობის მიზეზი შესაძლოა გახდეს ფაღარათი, ალკოჰოლის მიღება, ასევე ზოგიერთი მედიკამენტი. მათ შორის ექიმი ასახელებს პრაზოლების ჯგუფს — კუჭის დამცავ საშუალებებს, როგორიცაა ომეპრაზოლი და სხვა ანალოგიური პრეპარატები.

მისივე თქმით, მსგავსი სიმპტომები შესაძლოა შაქრიან დიაბეტსაც უკავშირდებოდეს, როდესაც თირკმელი ვერ ახერხებს გლუკოზის სრულფასოვნად გამოდევნას, რის შედეგადაც ორგანიზმიდან სითხესთან ერთად ელექტროლიტებიც იკარგება.

მაგნიუმის დონის შესავსებად ექიმი გვირჩევს რაციონში ჩავრთოთ თხილეული, კაკალი, ოსპი, ლობიო, ასევე პარკოსნები — ლობიო და ოსპი. სასარგებლო პროდუქტებად იგი ასახელებს ისპანახსა და მზესუმზირასაც.