გიორგი ღოღობერიძე მშობლებს აფრთხილებს - ზაფხულში ამ შეცდომას ბევრი უშვებს

ღოღობერიძე

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე ზაფხულის ცხელ დღეებში მანქანაში დატოვებული პლასტმასის ბოთლიდან წყლის დალევის შესახებ მნიშვნელოვან გაფრთხილებას ავრცელებს.

მისი განმარტებით, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ მშობლები, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში ავტომობილში დატოვებული პლასტმასის ბოთლიდან წყლის ან წვენის დალევა ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.

„თუ ბავშვს მანქანაში დატოვებული წყლისთვის ხელი მიუწვდება, ეცადეთ, რომ არ დალიოს. გირჩევდით, რომ არც კი გააკაროთ. შეიძლება ზრდასრული ადამიანისთვის მავნე არ იყოს, მაგრამ ბავშვის სხეულისთვის ეს მავნეა“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ექიმი მშობლებს მოუწოდებს, ზაფხულის ცხელ დღეებში ავტომობილში დიდხანს დატოვებული პლასტმასის ბოთლიდან წყალი ან სხვა სასმელი ბავშვებს არ დაალევინონ და ყოველთვის ახალი, სათანადო პირობებში შენახული წყალი გამოიყენონ.