პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა.
„მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?! მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო…
გარდაიცვალა, მამა თეიმურაზ ქორიძე.უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, საცა მართალნი განისვენებენ!“, – წერს ნათია სვანიძე-ხარზიანი.
მამა თეიმურაზის გარდაცვალების შესახებ წერს საეკლესიო ჟურნალ „კარიბჭეს“ რედაქტორი, თამარ ბმამაცაშვილი:
„ზუსტად 10 თვით დააბრუნა უფალმა ამქვეყნიური ღვაწლის გასაგრძელებლად...დააბრუნა, რომ კიდევ ერთხელ ექადაგა ყველაზე დიდი და შინაარსიანი - ორსიტყვიანი ქადაგება: "ძალიან მიყვარხართო!"დააბრუნა, რომ ვენუგეშებინეთ...რომ ჩვენთვისაც ეამბა, რას გრძნობდა სიკვდილის სარეცელზე მყოფი...ყოველი წამი ფუჭიაო უსიყვარულოდ, მხოლოდ სიყვარული გაგვყვებაო იმქვეყნად - სხვა ყველაფერი გაქრება და დაიკარგება, ყველაფერი ამაოებააო...ღმერთმა მასაც და ჩვენც ერთმანეთის მადლიერების 10 თვე გვაჩუქა...სიკვდილი არ არსებობს, როცა გიყვარსო - გვითხრა კიდევ ერთხელ და მოეფარა ჩვენს ამქვეყნიურ თვალს...იმისთვის, რომ ჩვენც იმ სიყვარულის ძებნა დავიწყოთ, მისი თვალებიდან რომ იფრქვეოდა ქადაგებისას...მისმა გულმა რომ ვეღარ დაიტია...ნუ ტირი, სოფელო!ნუ ტირი, მრევლო!შენმა მოძღვარმა დიდი სიყვარულით აღვსილმა გადაინაცვლა მარადისობაში.სასუფეველი გქონოდეს, მამაო...“,-წერს თამარ მამაცაშვილი.