1788548794
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფლებში: მაგრანეთი, დორეულები, ბოჭორმა, სიონი და მიმდებარე სოფლებში; 7 სექტემბერს 11:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ტუშურები, ზარიძეები, ხოფცა, ალაჭანი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.












