გაზმომარაგება 6 500 აბონენტს შეუწყდა - „თბილისი ენერჯის“ განცხადება

გაზი შეწყდა

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს:

„ვარკეთილში გაზმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის გამო, ხვალ - 30 აპრილის 11:00 სთ-დან, 1 მაისის 11:00 სთ-მდე გაზის მიწოდება 6500 აბონენტს დროებით შეუწყდება.

გაზმომარაგება აღდგება ხუთშაბათს - 1 მაისის 11:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.

თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“.