მოსალოდნელია ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა ელჭექით - ამინდი მკვეთრად იცვლება
1751978892
დიდუბის რაიონში სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 4100 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 9 ივლისის 10:00 საათიდან და 18.00 საათამდე დასრულდება.
„გაცნობებთ, რომ გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 ივლისის 22:00 საათიდან 9 ივლისის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება: ზუგდიდის ქ. 12, თევდორე მღვდლის ქ. 38, 40, 42, 44, სოხუმის ქ.7, 7ა, 7ბ, ევდოშვილის ქ. 12, 14,19, 19/5, 25, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის ნაწილს, აკაკი წერეთლის გამზ. 8, 10, 12, 12ა, 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და მიმდებარედ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, არჩილ ქურდიანის ქ.2, 4, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12/14, საცხოვრებელი კორპუსების, კერძო სექტორის ნაწილს, ბათუმის, გორის ქუჩების , გიროგიცაბაძის ქ. 3, 3ა, 3ბ, 3გ, 5, 5ა,7 , 9, 11, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. 176-დან 200-ის ჩათვლით, დავით აღმაშენებლის გამზ. 168-დან 182-ის ჩათვლით (წყვილები), 171-დან 199-ის ჩათვლის (კენტები), სლავა მეტრეველის (ყოფ. საგურამოს) შოთა იამანიძის, ფოთის, დავით ყიფიანის (ყოფ. დიდუბის), ბორჯომის (ახლ.მურმან ლებანიძის) ქუჩების მოსახლეობის ნაწილს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 9 ივლისის 10:00 საათიდან და დასრულდება 18.00 საათამდე.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო გთხოვთ, ყურადღებით იყოთ. არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.