1764264730
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინმზიდში მოწყობილ სამალავში დიდი ოდენობით ფიცარი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ბენზინმზიდი დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში გააჩერეს.
სამართალდამრღვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაზე, ცისტერნაში სპეციალურად მოწყობილ სამალავში, სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული წიწვოვანი სახეობის 16 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული. ბენზინმზიდი დაილუქა, შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება. ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლაპრიორიტეტია. მიმდინარე წელს დეპარტამენტისთანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1024 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობისდეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტპატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულადმოხდეს უკანონო გარემოსდაცვითისამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერირეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულთითოეულ შეტყობინებაზე.










