„უკვე სახლში ვარ…“ - ნუცა ბუზალაძე ჰოლივუდს დაუბრუნდა და ძვირადღირებული საჩუქრები მიიღო
1757094052
ამქვეყნად საკმაოდ ბევრი ისეთი მცენარე არსებობს, რომელიც თავისი სილამაზის მიუხედავად, საკმაოდ სახიფათოა. ერთ-ერთი არის ოლეანდრა, რომელიც საქართველოში ყველასთვის ნაცნობი ყვავილია. ოლეანდრა მუდმივად მოითხოვს სიფრთხილეს, რადგან შეიცავს სპეციფიკურ ტოქსინებს.
ოლეანდრა მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება. მისი ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
მისი ფოთლის მტვერიც კი მეტად საშიში გახლავთ, განსაკუთრებით კი მას ბავშვები მოარიდეთ, უმჯოებიასია, რომ საერთოდ არ მიუშვათ ისინი მცენარესთან და თუ მაინც მივლენ, საგულდაგულოთ დაბანეთ ხელები. ყველაზე საშიში მისი წვენი და თესლები გახლავთ. მცენარე განსაკუთრებით საშიში მაშინ ხდება, თუ ვინმე მის ღუმელში დაწვას, ანუ შეშად გამოყენებას გადაწყვეტს ან მისი ფოთლების ნაყენს მიირთმევს.
თუ ოლეანდრი რაღაცნაირად ადამიანის ორგანიზმში მოხვდ, იწყება გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის მოშლა. მასთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით კი მის წვენს მოერიდეთ: თუ მის გასხვლას გადაწყვეტთ, ყლორტებიდან გადმოსულ წვენს ნუ შეეხებით, სწორედ ამიტომაა ხელთათმანის გამოყენება აუცილებელი, შესაძლებელია, ხელი გაკაწრული გქონდეთ და წვენმა, შემთხვევით, შიგნით შეაღწიოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ოლეანდრი მსოფლიოს შხამიან მცენარეების ათეულში შედის.
რა სიმპტომები არსებობს ყვავილით მოწამვლის დროს:
ოლეანდრით მოწამვლის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გამოიწვიოთ გულისრევა, სასწრაფოდ უნდა დალიოთ რძე ან უმი კვერცხის ცილა. აუცილებელია სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა. ოლეანდრის ანტიდოტი ატროპინია.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „ვეძებ ძიძას, მინდა, ვინმე ორი ბავშვის გაზრდაში დამეხმაროს...“ - გიორგი ყიფშიძე
ცნობილია ქუთაისის აეროპორტთან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ვინაობა