განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა.

საკითხი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებმაც საავტორიზაციო/სააკრედიტაციო განაცხადი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით წარადგინეს, ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა მანამდე მიეცემათ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მისივე თქმით, ცვლილების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზებულად, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ჩაითვლება ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის ვადით. კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.