წელს წარმოდგენილი ვართ საპატიო სტუმრის სტატუსით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - დავით სონღულაშვილი ჩინეთში ვიზიტზე

დავით სონღულაშვილი

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში. ირაკლი კობახიძეს ჰქონდა სიტყვით გამოსვლა იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნაზე, რის მერეც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან, ლი ციანთან ერთად, საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცოტა ხნის წინ შან ხაის მერს შეხვდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარდგენილი.

"წელს წარმოდგენილი ვართ საპატიო სტუმრის სტატუსით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად გაგვიჩნდეს წვდომა. წელს წარმოდგენილია 40-ზე მეტი კომპანია.

ეს კომპანიები ერთობლიობაში ქმნიან იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად გახდეს ცნობადი ქართული კომპანიები", - აცხადებს დავით სონღულაშვილი.