წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, სწავლის სურვილს აღვიძებენ, სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან. ამ გზაზე მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა საკუთარი საქმის გულწრფელი სიყვარულია. სწორედ ამ მონდომების აღიარებისთვის შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომლის მთავარი მხარდამჭერიც საქართველოს ბანკია.
კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი წელს ელენე ბეთლემიშვილია, გორის მე-3 და მე-8 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი. ელენეს პროფესიული გზა სწორხაზოვანი არ ყოფილა:
“ვიწყებდი, სხვადასხვა მიზეზით ვჩერდებოდი, ისევ ვბრუნდებოდი, მაგრამ ყოველი დაბრუნება ახალი იდეებითა და ენერგიით იყო სავსე. დღეს რომ ვფიქრობ, სწორედ ეს მცდელობები მაძლევდა ყველაზე ღირებულ გამოცდილებას. მასწავლებლობის არჩევა ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ პროფესია - ეს იყო ბავშვებთან ყოფნისა და სამყაროს მათთან ერთად აღმოჩენის შინაგანი სურვილი”.
ელენე გვიზიარებს, რომ მისი სწავლების მთავარი პრინციპი მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის:
“მთავარი პრინციპი ჩემთვის მოსწავლის ხედვის, ინიციატივისა და საკუთარი თავის რწმენის გაღვიძებაა. ყველაზე მეტად ვაფასებ იმ მომენტებს, როცა ბავშვი თვითონ პოულობს გზას პრობლემის გადასაჭრელად, იაზრებს, რომ შეუძლია. მოსწავლეებს მუდმივად ვუსმენ. ვაძლევ სივრცეს, რომ გამოავლინონ საკუთარი ინტერესები, რომლებსაც გაკვეთილში ვაერთიანებ. ეს შეიძლება იყოს წიგნის კითხვა, ხელოვნება ან ტექნოლოგიები. მთავარია, რომ ბავშვმა იგრძნოს, სკოლა არის ადგილი, სადაც მისი ინტერესები ფასდება”.
ბავშვის განვითარებაზე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს, ელენეც ყოველთვის ცდილობს, პატარა მოსწავლეების მეგობარი გახდეს:
“ეს მათი პირველი ნაბიჯებია სკოლის სამყაროში. მნიშვნელოვანია მოთმინება, ნდობის მოპოვება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ გაუჩნდებათ კითხვა, სურვილი. ვცდილობ, სწავლის პროცესი მათი ინიციატივებით იყოს სავსე: პროექტებით, თამაშებით, რეფლექსიით. ვასწავლი, როგორ მოიძიონ გზები, როგორ დაგეგმონ და როგორ არ დანებდნენ პირველივე სირთულეზე. ვაჩვენებ, რომ შეცდომა არა დამარცხება, არამედ ახალი შესაძლებლობაა. ასე იბადება სწავლის, აღმოჩენისა და შექმნის ჟინი”.
კონკურსის ფინალისტობა ელენესთვის არა მხოლოდ ინდივიდუალური აღიარება, არამედ გზავნილია, რომ მასწავლებლის საქმე ქვეყნის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია:
“ეს კონკურსი ქმნის სივრცეს, სადაც ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ვუზიარებთ გამოცდილებას და ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ სკოლა არის ცვლილებებისა და შთაგონების ადგილი”.
ელენემ მომავალ მასწავლებლებს რჩევებიც გაუზიარა:
“არ დაიზაროთ მოსმენა და დაკვირვება. ნუ ეცდებით ყველაფრის სწრაფად მიღწევას. ეს პროფესია მოთმინებასა და ემპათიას მოითხოვს. თუ საქმეს სიყვარულითა და ინტერესით მიუდგებით, ყველაზე რთული დღეებიც შთაგონებად გადაიქცევა”.
ინფორმაციისთვის, ამ კონკურსის ისტორია საქართველოში 2017 წლის 13 მაისიდან იწყება. ინიციატივა გლობალურ კამპანიას, The Global Teacher Prize-ს ეკუთვნის, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. პროექტის მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი- საქართველოს ბანკი, გენერალური სპონსორი - გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
ნახე, რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი: ganatleba.bog.ge
მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა
1762506574
რომელ სასაჩუქრე ყუთს აირჩევდით? - ტესტი
1762434780