მისამართები, სადაც წყალი ხვალ ღამის 22:00 საათამდე შეყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1762528998
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, რუსეთი ალიანსის რომელიმე წევრს თუ დაარტყამს, პასუხი დამანგრეველი იქნება. ამის შესახებ მარკ რუტემ რუმინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ნაკლებად სჯერა, რომ რუსეთი ნატო-ს რომელიმე ქვეყანას დაარტყამს, რადგანაც იცის ნატო-ს ქვეყნებს ვერ მოუგებს.
„და, ამას თუ იზამენ, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი პასუხი იქნება დამანგრეველი. რუსეთი რუმინეთს თუ დაარტყამს, იცის, რომ რუმინეთს მხარს დაუჭერენ ნატო-ს 31 წევრები. ყველა დაიცავს რუმინეთს ნატო-ს კოლექტიური ძალებით“, – თქვა მარკ რუტემ.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია თავდაცვაში მეტი ინვესტიციის ჩადება, რომ სიძლიერე შეინარჩუნონ.