კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
ევგენი პრიგოჟინის აჯანყების საქმეზე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება შეწყვიტა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრიგოჟინმა 24 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვაგნერის ბანაკები დაბომბა და მან "სამართლიანობის მარშისთვის" როსტოვი დაიკავა და მოსკოვისკენ დაიძრა.
პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტის შესახებ შაბათს საღამოს კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ეს მოხდა იმის ფონზე, რომ, როგორც ინფორმაცია გავრცელდა, ბელარუსის პრეზიდენტი ვაგნერის ხელმძღვანელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. საბოლოოდ, პრიგოჟინმა უარი თქვა მოსკოვში კოლონებით შესვლაზე და დაქირავებული მებრძოლები უკან გააბრუნა.
პესკოვის თქმით, თვითონ პრიგოჟინი ბელარუსში უნდა გამგზავრებულიყო. სად არის, ამჟამად, პრიგოჟინი, უცნობია. თუმცა დილით პროექტმა Беларускі Гаюн-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის დამფუძნებელი უკვე მინსკთან ახლოს, სამხედრო აეროდრომზე კერძო თვითმფრინავით დაეშვა.