"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
ფოთში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზა აშენდა.
ბაზა მოიცავს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას: სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ ზონას და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 6,628,698 ლარს.
დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატთან გიორგი ხახუბიასთან და სპორტსმენებთან ერთად დაათვალიერა.
,,ფოთისთვის წყლის სპორტული სახეობები ყოველთვის ისტორიული და ტრადიციული მნიშვნელობის იყო. ჩვენი ქალაქი ყოველთვის იყო ინტერესის სფერო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპორტსმენებისთვის. სწორედ ფოთიდან იყო ლეგენდარული ნიჩბოსანი, ვიქტორ კრატასიუკი, რომელმაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი გააცოცხლებს და გააძლიერებს ინტერესს წყლის სპორტული სახეობების მიმართ. ამასთან, ამ ბაზის გახსნა ახალ პერსპექტივას გაუხსნის ფოთს როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებაში, ასევე საერთაშორისო ტურნირებისა და ღონისძიებების მასპინძლობაში.
მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ჩვენ დელეგატს საქართველოს პარლამენტში, გიორგი ხახუბიას, იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქში ხორციელდება და სამომავლოდაც იგეგმება” -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.