1773951610
ფინანსთა მინისტრმა, მეუღლესთან და სამინისტროს სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს ფინანსთა მინისტრმა მეუღლესთან ერთად, მინისტრის მოადგილეებმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილეებმა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დეპარტამენტების უფროსებმა და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა.
სამების საკათედრო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. უწმინდესთან და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად, მოქალაქეები უზარმაზარ რიგში დგანან.
მათთვის, ვისაც ილია II-ისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურს, ეკლესიის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. 21 და 22 მარტს საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.
პატრიარქს, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა ქართულ ეკლესიას, კვირას, სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაკრძალავენ.











