ფილტვის კიბოს მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

ფოტო

ფილტვის კიბოს ნიშნებია გულმკერდის ტკივილი, ხანგრძლივი ხველა, სისხლიანი ხველა. ადრეულ ეტაპზე ფილტვის კიბოს გამოვლენა ხშირად რთულია.

რა არის ადრეული სიმპტომები?

ფილტვის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი სიმპტომები ზოგჯერ სხვა დაავადებების ნიშნებს ჰგავს ან საერთოდ შეუმჩნეველი შეიძლება იყოს: ხველა, რომელიც დროთა განმავლობაში ძლიერდება; გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი; სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები; ხმის ჩახლეჩვა; ქოშინი / სუნთქვის გაძნელება.

ფილტვის კიბოს სხვა პროგრესირებადი სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • გულმკერდის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას, ხველის ან სიცილის დროს
  • სისხლიანი ხველა / სისხლის ამოხველება
  • სუნთქვის გაძნელება
  • ლიმფური კვანძების გადიდება
  • დაღლილობა ან ჩვეულებრივზე მეტად დაღლილობის შეგრძნება
  • თავის ტკივილი
  • მადის დაკარგვა
  • სახის შეშუპება
  • ყლაპვის გაძნელება
  • უნებლიე წონის კლება
  • სისუსტე