Exclusive: სად და როგორ გაიცნო ზუკა დავითაშვილმა მეორე ნახევარი და რა კავშირი აქვს ამასთან კვარას და ნიცას - რას ამბობს ფეხბურთელი პირადზე

მია გზირიშვილი

მია ჩემი ცოლია, აი ბეჭედი... დამადასტურებელი. უკვე დავოჯახდი, შევქმენი ოჯახი, - ასე ამცნო სასიამოვნო სიახლე „Geo Team-ის“ მეშვეობით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ზუკა დავითაშვილმა საზოგადოებას.

მან „პრაიმტაიმის“ შეკითხვასაც უპასუხა, სად და როგორ გაიცნო მეორე ნახევარი.

მია კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი, რაც სიმართლეა, უნდა ითქვას. „რუბინიდან“ რომ  დავბრუნდი, სანამ „ტულაში“ გადავიდოდი, 1 თვე ყაზანში მომიწია ყოფნა. მაგ პერიოდში მია ონლაინ, Instagram-ზე გავიცანი. რაღაც საუბრები გვქონდა და ასე დავიწყეთ...

საოცარი გოგოა... ვინც გაიცნობს, ყველა მიხვდება. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ფეხბურთში ძალიან დამეხმარა, დამეხმარა, რომ საკუთარი თავი დამებრუნებინა, რომელიც 2 წლის განმავლობაში დაკარგული მქონდა. ერთ-ერთი მთავარი როლი მას მიუძღვის.

ძალიან რთულია, სიტყვებით გამოვხატო მის მიმართ ჩემი სიყვარული. 2 წელია, რაც ვიცნობ. წელიწად-ნახევარია, რაც ერთად ვართ,“ - ამბობს ზუკა დავითაშვილი.

ვრცლად ⇓