ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ვიზიტები იზრდება

ტურიზმი

საქართველოში 2024 წელს  ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 438,414 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +3.8%-ია.

გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩეოდნენ შემდეგი ქვეყნები: 

გერმანია - 78,644 საერთაშორისო ვიზიტი, 2023 წელთან ზრდა +14.3%;გაერთიანებული სამეფო - 32,372 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +5.3%; საფრანგეთი - 28,302 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +20.2%; საბერძნეთი - 27,557 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +21.3%; იტალია -19,895 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +24.6%; ნიდერლანდები - 18,759 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +26.7%; ესპანეთი 14,735 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა +13.8%.