„ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის...“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

გოგა მანია

ეზოთერიკოსმა გოგა მანიამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას საქართველოში არსებულ ამინდსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირებულ ძლიერ სიცხესა და ხანძრებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ მყოფი ქვეყანაა, რასაც ბუნებრივი მოვლენებიც ადასტურებს.

„საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ამას ვხედავთ კიდეც, ევროპაში ქალაქები იწვის, ჩვენთან კი ასეთი ამინდებია. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის“, - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ გოგა მანიამ.

მისი თქმით, საქართველოში მოსალოდნელია წყალდიდობები.

„იქნება წყალდიდობები, დასავლეთში, სვანეთის მხარეს ვაფრთხილებ, რომ ძალიან ყურადღებით იყვნენ“, - ამბობს გოგა მანია. 

ცნობისთვის, ბოლო დღეებში ევროპის არაერთ ქვეყანაში უკიდურესად მაღალი ტემპერატურაა.