ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო

გამოცდები

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.