მეტრო „ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს
1756106892
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ რიზეში რამდენიმე დღის წინ გამართულ პოლიტიკურ კონგრესზე განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლება შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს რკინიგზის ქსელით აღჭურვას გეგმავს.
509-კილომეტრიანი რკინიგზა, რომელიც თურქეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სამსუნში დაიწყება, ორდუს, გირესუნს, ტრაპიზონს, რიზეს და ართვინს გაივლის და საქართველოს საზღვართან, სარფში დასრულდება. თურქეთის ხელისუფლების პროგნოზით, რკინიგზით ყოველწლიურად ათი მილიონი ადამიანი ისარგებლებს.