როდის გამოქვეყნდება უნივერსიტეტში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია
1756113271
უკრაინაში ომის შემდგომ სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას არ გამორიცხავს. განცხადება პრემიერ -მინისტრმა მარკ კარნიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, კიევში გააკეთა. მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
ცნობილი გახდა ისიც, რომ კანადამ უკრაინას მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ.
„უკრაინასა და მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებიც უკრაინამ უნდა მიიღოს. ეს მოიცავს ხმელეთზე, ცასა და ზღვაზე უსაფრთხოებას. არ გამოვრიცხავ უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას. ნატო ტყუილად არ თვლის, რომ უკრაინის უსაფრთხოებაში ჩადებული ინვესტიცია მნიშვნელოვანია, რადგანაც უკრაინის დაცვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. თუ რუსეთის აგრესია პასუხგაუცემელი დარჩება, ის არ გაჩერდება“, - განაცხადა კარნიმ.