ექსპერტმა დაასახელა ყველაზე ჭკვიანი რამ, რისი თქმაც შეგიძლიათ გასაუბრების დროს

გასაუბრება

როდესაც საქმე ეხება გასაუბრების პროცესს, ყველაზე მნიშვნელოვანია დიალოგის დროს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, რათა აჩვენოთ დამსაქმებელს, რომ თქვენ ხარ სწორედ ის ადამიანი, რომელიც შეესაბამება გამოცხადებულ ვაკანსიას. 

როგორც LinkedIn-ის კარიერის ექსპერტი ენდრიუ მაკკასილი ამბობს, ინტერვიუს წარმატებით გასავლელად მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაცია, რისთვისაც საჭიროა წინასწარ მომზადება. 

„ინტერვიუ არის სპექტაკლი და კარგი შესრულებისთვის საჭიროა, რამდენიმე იმიტირებული გასაუბრება.  საუკეთესო ინტერვიუერები არიან ადამიანები, რომლებიც წინასწარ იმეორებენ თავიანთ საუბარს მენტორთან, მეგობართან ან თუნდაც ძველ კოლეგასთან, რადგან ეს მათ ეხმარება თავი იგრძნონ თავდაჯერებულად და კომფორტულად“ , -  განაცხადა მაკკალისილმა  CNBC Make It-ში. 

ექსპერტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სამუშაო ადამიანისგან განსხვავებულ უნარებს მოითხოვს, ინტერვიუების უნივერსალური სტრატეგიები არსებობს. მაგალითად, საუბრის ბოლოს შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი განაცხადი: 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს სამუშაო. ვფიქრობ, ჩემი უნარები და გამოცდილება იდეალურია აღნიშნული პოზიციისთვის და რომ შევძლებ დადებითი ზეგავლენის მოხდენას გუნდზე. აი, რატომ..." - ამბობს მაკკალისილი. 

შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ენდრიუ მაკკასილი ამბობს, რომ ინტერვიუს ამ გზით დასრულება ასახავს ორ მნიშვნელოვან თვისებას, რომელსაც მენეჯერები ეძებენ: 

ენთუზიაზმი - თუ თქვენ სამუშაოს მიმართ ნეიტრალური და გულგრილი იქნებით, დიდი შანსია, რომ ინტერვიუერზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინოთ. შესაბამისად, მაქსიმალური კონტაქტი დაამყარეთ ინტერვიუერთან და აჩვენეთ, რომ მაქსიმალურად მოერგებით ვაკანტურ პოზიციას. 

თავდაჯერებულობა - ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი ღირებულებები და ძლიერი მხარეები, რომლითაც შეძლებთ გუნდს წარმატება მოუტანოთ. მაკკალისილი გირჩევთ, რომ ზედმეტად ბევრი საუბრისგან თავი შეიკავოთ და ფოკუსირებული იყოთ, მხოლოდ სამუშაოს აღწერილობაში ასახულ ორ ან სამ უნარზე, რომელსაც ფლობთ და გამოიყენებთ ორგანიზაციის მხარდასაჭერად და მიზნების მისაღწევად.