„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე“ — მომღერალი კახა სულაბერიძე გარდაიცვალა

კახა სულაბერიძე

ყველასათვის საყვარელი საქეიფო და დარდიმანდული სიმღერების შემსრულებელი, კახა სულაბერიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. 

„დაგტირის შენი ოჯახი გლოვობს.
ენით აუღწერელი ტკივილი დაგვიტოვე  გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება ვინც გიცნობდა, ნათელში იყავი ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო

მოიხსენიეთ ახლადშესვენებული კახა
მის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...

გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს
სიცოცხლე მინდა....

ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე ცხარე ცრემლებით დაგტირიანრა იყო ეს ბედისწერა? კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. უფალმა წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი...“, - წერს შოთო სიხარულიძე.