„ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს 18 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

შუქი

 გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, 18 თებერვალს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტში ქსანში, ძეგვსა და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაგრანეთი, ორხევი, ყუდრო, ნაქალაქარი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.