"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, წითლიანა, ზენუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 11:05 საათამდე და 14:55-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში მშვიდობის, ენერგეტიკოსების, კასკადის, ანდრონიკაშვილის, შოთაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.