„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს 01:00-დან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წყლულეთი, მსხალდიდი, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში; 10:40-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, ანდრონიკაშვილის, ენერგეტიკოსების და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გუდაური, ქუმლისციხე, სეთურნი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში ბაჩანას, ობსერვატორიის, ერეკლე 2-ის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში აღმაშენებლის, დიდგორის, კვირაცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე; 17:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თხინვალა, ქვემო ლისი და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 14:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტაანი, მამადაანები და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქსანი, ძეგვი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.