„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს 05:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 11:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოჭორმა და მიმდებარე სოფლებში; 10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალსოფელი, ქვემო არტანი, ჩაბანო, მამადაანები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წოდორეთი, მსხალდიდი, ზემო ლისი, შვინდების მიწა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალუბანი, მისაქციელი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭართალი, მუგუდა, ფასანაური, დოლასქედი და მიმდებარე სოფლებში; 14:10-დან 17:10 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ცხვარიჭამიაში, თეზამში და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.