„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 თებერვალს 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში აღმაშენებლის, 26 მაისის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ყაზბეგის, გამარჯვების, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 16:00-იდან 18:30 საათამდე - მომხმარებლების ნაწილს სოფელ გლდანში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე.
14:00-იდან 18:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელიკლდე, ჩინთი, დოლოშა, გურგალველი, ახალციხე, ვარცლა, მიგრიაულები, მჭადიჯვარი, ლამოვანი, კოდისწყარო, ძალისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.