„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

energo-pro georgia

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვა დღის სხვადასხვა მონაკვეთში თბილისისა და მცხეთის რაიონის სოფლებს შეეხება.

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ოქტომბერს, 10:00-იდან 10:10 საათამდე და 17:50-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 13:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 13:30-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში კოტე მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, გორკის, ბარათაშვილის და მიმდებარე სოფლებში; 15:00-იდან 17:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ზეუბანში, გაბრიელ ათონელის, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.