ელექტრო ველოსიპედები

eleqtro

ბოლო წლებში, ელექტრო ველოსიპედები დიდი პოპულარულობით სარგებლობენ ნებისმიერი ასაკის ადამიანებში. ელექტრო ველოსიპედები გამოირჩევიან ერთდროულად კომფორტისა და გართობის კომბინაციით. მათზე მოთხოვნის ზრდა გამომდინარეობს შემდეგი ფაქტორებისგან:

  • ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილების საშუალება;
  • სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით ეკონომიურობა;
  • შედარებით სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა;
  • გადაადგილებისას დაღლის შემცირება;

როგორ ავარჩიოთ ელექტრო ველოსიპედები

ელექტრო ველოსიპედები არსებობენ მრავალი სახის. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ბევრი რიგი ფაქტორით, მაგალითად:

  • ბრენდით;
  • ძრავების რაოდენობით;
  • სიმძლავრით;
  • რა მანძილის გავლა შეუძლია ერთი დამუხტვით;
  • მუხრუჭების რაოდენობით;
  • სიჩქარის გადამრთველის ტიპითა და მოდელით;
  • კორპუსის მასალით;

დამეთანხმებით, რომ ამდენი ფაქტორიდან გამომდინარე, სჭირდება სერიოზული მიდგომა და ბევრი ნიუანსის გათვალისწინება, რის გამოც, საკმაოდ რთული იქნება იპოვოთ ის ელექტრო ველოსიპედები, რომლებიც ზუსტად თქვენზე იქნება მორგებული. თუმცა Onoff-ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ყველა ზემოთ აღნიშნული მახასიათებლების მიხედვით გაფილტროთ და აარჩიოთ ის მოდელები, რომლებიც ყველაზე მეტად დააკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნებს.

რა არის ვირტუალური სათვალე

ვირტუალური სათვალე, ასევე ცნობილი, როგორც ვირტუალური რეალობის სათვალე არის თავზე ჩამოსაცმელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრულ გამოცდილებას სამგანზომილებიანი გარემოს სუმულაციით. როგორც წესი, ვირტუალური სათვალე მოიცავს ტელეფონის ეკრანს, რის ხარჯზეც ხდება ვირტუალური სამყაროს წარმოჩენა, სენსორებს, რომლის საშუალებითაც ხდება თავის მოძრაობების კონტროლი და ზოგ შემთხვევაში ასევე მოიცავს პორტატულ კონტროლის მექანიზმებს.

ვირტუალური სათვალე - ტიპები
არსებობს ორი ტიპის ვირტუალური სათვალე. ესენია:

  • მონოკლური, ანუ როდესაც ვირტუალური სათვალე დაპროექტებულია ერთ თვალზე, რაც იძლევა საშუალებას შეინარჩუნოთ კონტაქტი როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ სამყაროს შორის.
  • ბინოკულარული - ასეთი ტიპის ვირტუალური სათვალე დაპროექტებულია ორივე თვალზე. მომხმარებლის ხედვის ველზე სურათების პროექციით მიიღწევა სტერეოსკოპული გამოსახულება, რაც უფრო ჩაღრმავებულ გამოცდილებას იძლევა. 

ვირტუალური სათვალე - მისი სახეები და ფუნქციონირება
ვირტუალური სათვალე ასევე შეიძლება კლასიფიცირდეს განსხვავებული ფუნქციონირების მიხედვით. ეს კლასიფიკაცია მოიცავს ისეთ ვირტუალური რეალობის სათვალეებს, როგორებიცაა:

  1. მობილური ვირტუალური სათვალე - მას არ გააჩნია ეკრანი და პროცესორი, ამიტომ გამოყენებისათვის საჭიროა ტელეფონის სათვალეში ინტეგრირება;
  2. ვირტუალური სათვალე პროცესორის გარეშე - მას აქვს ეკრანი, თუმცა ვიზუალის საჩვენებლად საჭიროა კავშირი გარე მოწყობილობასთან, მაგალითად, პერსონალური კომპიუტერი;
  3. ვირტუალური რეალობის ავტონომიური სათვალე - ამ ტიპის სათვალეს აქვს ყველა საჭირო კომპონენტი, მათ შორის კორპუსი, სენსორები, ეკრანი და პროცესორი, რომლებიც აუცილებელია სრული ვირტუალური გამოცდილების უზრუნველსაყოფად გარე მოწყობილობის გამოყენების გარეშე;

როგორც მიხვდით, ელექტრო ველოსიპედი და ვირტუალური სათვალე მოითხოვენ სერიოზულ მიდგომასა და ნიუანსების გათვალისწინებას. იმისათვის, რომ ყიდვის პროცესი გაიმარტივოთ, უნდა ეწვიოთ https://onoff.ge/  -ს გვერდს, სადაც შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის გაფილტვრა თქვენთვის სასურველი მახასიათებლების მიხედვით.