ეკატერინე სისაური, ახმეტაში, გაზსადენის რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს გაეცნო

ეკატერინე სისაური, ახმეტაში,  გაზსადენის რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს გაეცნო

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური, ტექნიკურ საკითხებში კორპორაციის დირექტორთან, შალვა კიკნაველიძესთან ერთად,  რუსთავი-თელავი-ჟინვალის (DN300) მაგისტრალური გაზსადენის 176-ე კილომეტრზე, მდინარე ხევგრძელის მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობის პროცესს გაეცნო. გაზსადენის მეშვეობით თელავის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები მარაგდება. აღნიშნული მონაკვეთი ახალი მილსადენით ჩანაცვლდება, რადგან მოქმედი გაუმართავად მუშაობდა და მომხმარებლებს ბუნებრივი აირი შეფერხებით მიეწოდებოდათ. განახლებული,  310 მეტრიანი მილი მდინარის კალაპოტში განთავსდება, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული უსაფრთხოება - თავიდან იქნას არიდებული მდინარის მიერ მისი წარეცხვა და სამომავლო დაზიანება. ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, სისტემაში ჩასართავად და ოპერირებისათვის, მილსადენი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას გადაეცემა. სამუშაოებს, საკუთარი რესურსებით, ნავთობისა და გაზის კორპორაცია ასრულებს.