საკვები, რომელიც უზმოზე (არ) უნდა მიიღოთ
1705421659
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთში. რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე უღელტეხილი დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა, სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს.
სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი ძლიერმა ქარმა საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.
უამინდობის შედეგად, რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრო-მეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის სვეტლანა ნიორაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ქარი, მთელი საქართველოს მასშტაბით, კიდევ უფრო გაძლიერდება.
„ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება. გაფანტავს ამ ღრუბლებს. თოვლი ჯერჯერობით თბილისში მოსალოდნელი არ არის...“ - ამბობს სვეტლანა ნიორაძე.