12 წელი მიუსაჯეს ქალს, რომელიც ოჯახში შეიჭრა, ადამიანები დაკბინა და მათი ძაღლი მოკლა (აშშ)

ქალი

ამ კვირაში პენსილვანიაში ქალს მიუსაჯეს სასჯელი, რომელიც ოჯახში შეიჭრა, რამდენიმე ადამიანი დაკბინა და მათი ძაღლი მოკლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

პროკურორებმა თქვეს, რომ 26 წლის ენგლერტი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც სახლში შეიჭრა. მას სახლის მფლობელები და მეზობელი დაუპირისპირდნენ.

ენგლერმა უკბინა ორ ადამიანს და დანით თავს დაესხა სახლის პატრონის ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველს კრუნჩხვები დაემართა და დაჭრიდან მცირე ხნის შემდეგ მოკვდა.

სახლის ერთ-ერთმა მფლობელმა განაცხადა, რომ ქალის ამ საქციელმა მისი შვილიშვილები  ტრავმირებული დატოვა.

ენგერტმა მის დაკავებასთან დაკავშირებული რვა ბრალდება აღიარა. მან ბოდიში მოუხადა მსხვერპლებს სასამართლოში, სთხოვა სასამართლოს დაესრულებინა ნარკომანიის რეაბილიტაციის პროგრამა, დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მისი კრიმინალური ისტორიის მთავარი მიზეზი იყო მისი დამოკიდებულება რეცეპტით გაცემული წამლებისა და მეტამფეტამინის მიმართ.

მას 12-წლიანი მაქსიმალური სასჯელი მიუსაჯეს სამწელიწად-ნახევრის შემდეგ პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლებით. 

ასევე ნახეთ:

დღეში რამდენი ნაბიჯი უნდა გაიაროთ, რომ დემენცია არ დაგემართოთ - ახალი კვლევა

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - პოლიციის ცნობით, მოპარულია 170 000 ევრო

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა