1755957588
ძალიან დიდი გამბედაობა, ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი სჭირდებოდა იმ ნაბიჯებს, რაც თავის დროზე ლევან გაჩეჩილაძემ გადადგა. ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს - დავით მათიკაშვილი

მე ვუსამძიმრებ ოჯახს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
„ჩვენ გვახსოვს მისი ბრძოლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც სადისტური სააკაშვილის რეჟიმი ჰქვია. ჩვენ გვახსოვს ის ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გაიღო საქართველოსთვის მძიმე დროს, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევა იყო იმდროინდელი ხელისუფლების ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობა და ძალიან დიდი გამბედაობა, ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი სჭირდებოდა იმ ნაბიჯებს, რაც თავის დროზე ბატონმა ლევანმა გადადგა. მე ვუსამძიმრებ ოჯახს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
სიონის საკათედრო ტაძარში ლევან გაჩეჩილაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს