"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მორწმუნეები ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: „ქრისტე აღსდგა“, „ქრისტე აღდგა“. ამაზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, განხილვა, პოლემიკა, თუ რომელია სწორი ფორმა.
ენათმეცნიერების მტკიცებით, სწორი ფორმაა „აღდგა“, თუმცა, მართლმადიდებლების უმეტესობა მაინც „აღსდგას“ იყენებს.
საკამათო თემაზე კომენტარი ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამაც გააკეთა.
„ჩვენ ორივე ფორმას ვხმარობთ, აღდგას და აღსდგასაც. ორივე სწორია, პირდაპირ დადგენილი არ არის. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ ეს ფორმაა სწორი, ზოგი არა. ჩვენ ზოგჯერ, ორივეს ვიყენებთ. მთავარია, გულით იყოს. მთელი გულით როცა გეტყვიან, ქრისტე აღსდგაო, უნდა თქვა, რომ აღსდგა და მართლაც, შენს გულში შემოდის.“ - განმარტა სასულიერო პირმა.
ასევე ნახეთ ⇒ „ქრისტე აღდგა“ თუ „ქრისტე აღსდგა“ – ლევან ღვინჯილიას ტრადიციული შეგონება