ძალიან ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანი აღიარებს მისი უწმინდესობის სულიერებას, ღვთისკაცობას და კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს ასეთი პატრიარქისთვის - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

ძალიან ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანი აღიარებს მისი უწმინდესობის სულიერებას, ღვთისკაცობას და კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს ასეთი პატრიარქისთვის, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა განაცხადა.

„ძალიან დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ეს ადამიანი მოავლინა ჩვენი ქვეყნის საიმედოდ და უკვე 46 წელია სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ბრძანდება. ზედმეტია ნებისმიერი სიტყვა მისი ამაგისა და შრომის შესახებ. თუნდაც ის, რომ ვიმყოფებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, რომლის აშენებაც იმ ეპოქაში, იმ დროს წარმოუდგენელი იყო და ბევრ ადამიანს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა, რომ ამხელა და ამხელა მნიშვნელობის ტაძარი შეიძლებოდა ყოფილიყო. მხოლოდ და მხოლოდ მისი უწმინდესობის დაუღალავი შრომით და ძალიან მტკიცე რწმენით, რომ ეს ტაძარი აიგებოდა, აშენდა ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. ძალიან ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანი აღიარებს მისი უწმინდესობის სულიერებას, ღვთისკაცობას და კიდევ ერთხელ, მადლობა ღმერთს ასეთი პატრიარქისთვის“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.