ძაღლის 1 წლის სიცოცხლე ადამიანის 7 წელს უდრის: მეცნიერებმა ეს მოსაზრება გადაამოწმეს და შედეგები გაგვიზიარეს

ძაღლი

არსებობს გავრცელებული აზრი, რომ ძაღლის ასაკის „ადამიანის წლებში“ განსაზღვრა მარტივად შეიძლება: ძაღლის გავლილი წლები გაამრავლებთ 7-ზე. მაგალითად, 3 წლის ძაღლი – პირობითად ჩაითვლება როგორც 21 წლის ადამიანი. თუმცა სინამდვილეში ამ ფორმულა არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, წერს IFL Science.

ტრეი იდეკერი, კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს სამედიცინო სკოლის და მურსის ონკოლოგიური ცენტრის პროფესორი, აღნიშნავს, რომ ფორმულა „ძაღლის ასაკი × 7 = ადამიანის ასაკი“ საერთოდ არ არის სარწმუნო. მან განსაკუთრებით მიუთითა, რომ ძაღლები უკვე 9 თვის ასაკში აღწევენ სექსუალურ სისწრაფეს, მაშინ როცა ადამიანებში, აღნიშნული ფორმულის მიხედვით, ეს ჯერ კიდევ ბავშვობის ეტაპია.

პროფესორი იდეკერის მოსაზრება მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მისი სამეცნიერო ინტერესი  „ბიოლოგიური ასაკის“ კვლევებთან იყო დაკავშირებული. თავდაპირველად მისი ინტერესის ობიექტი იყო ადამიანების ბიოლოგიური ასაკი, მოგვიანებით კი ყურადღება ძაღლების ასაკმაც მიიპყრო. თავის კვლევაში იდეკერმა სხვა კოლეგებთან ერთად, შეისწავლა 104 ძაღლის გენეტიკური მაჩვენებლები, ძირითადად ლაბრადორ-რეტრივერების ,1 თვისა თუ 16 წლის ასაკის ფარგლებში. მიღებული მონაცემები შემდეგ შეადარეს 320 ადამიანის მონაცემებს, ასაკით 1–103 წელი.

შედარებამ აჩვენა, რომ ძაღლებისა და ადამიანების ბიოლოგიურ ასაკს შორის თანაფარდობა არ არის ხაზოვანი. ცხოვრების პირველ პერიოდში ძაღლები ბევრად სწრაფად მწიფდებიან, ვიდრე აღნიშნული ფორმულა X×7X -ის მონაცემია. ხოლო შემდგომი დაბერების დინამიკა უკვე ბევრად ნელა მიმდინარეობს.

მკვლევრებმა შემოგვთავაზეს რთული ფორმულა ძაღლის ასაკის „ადამიანის წლებში“ გამოსათვლელად, რომლის გამოყენება ყოველდღიურობაში რთულია, მაგრამ ის გაცილებით სარწმუნოა. ამ ფორმულის მიხედვით, ერთწლიან ძაღლს დაახლოებით 30 წლის ადამიანის ასაკი შეესაბამება, ოთხწლიან ძაღლს – 52 წლის, ხოლო 9 წლის ძაღლს – დაახლოებით 66 წლის ადამიანის. თუმცა, რადგან კვლევა ძირითადად ლაბრადორ-რეტრივერებზე ტარდებოდა, არ არის ბოლომდე ნათელი, იმუშავებს თუ არა ეს ფორმულა სხვა ჯიშების ძაღლებზე.