"დირბის საჯარო სკოლა ემიჯნება 2 დეკემბერს, მოზაიკა/Mozaika-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას, სადაც იყო შემდეგი მოწოდება: "გამოდი! აჯანყდი! იბრძოლე!" - სკოლის დირექტორი

სკოლის დირექტორი

"დირბის საჯარო სკოლა ემიჯნება 2 დეკემბერს, მოზაიკა/Mozaika-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას, სადაც იყო შემდეგი მოწოდება: "გამოდი! აჯანყდი! იბრძოლე!" - ამის შესახებ განცხადებას სკოლის სახელით, დირექტორი ლევან ყაულაშვილი აკეთებს.

ლევან ყაულაშვილის განცხადებით, დირბის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართა და არ ყოფილა პრობლემური შემთხვევები.

"აღნიშნული წარწერა გაკეთდა არა საგაკვეთილო პერიოდში, სკოლის მეთერთმეტე კლასში და წარმოადგენს კლასის შეთანხმებულ პოზიციას, რაც მედიასაშუალების მიერ აღქმული იყო, როგორც სკოლის პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ სკოლის ძირითადი ფუნქციაა აღზარდოს საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, ზოგადი განათლების მქონე ადამიანი და ვერასოდეს იქნება აჯანყება გამოსავალი სასკოლო ასაკში.

დირბის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართა, არ ყოფილა პრობლემური შემთხვევები. დირექცია პატივს სცემს და იცავს ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის უფლებას, მაგრამ სკოლის სახელით განცხადებად ვერ აღიქმება კონკრეტული კლასის პოზიცია.

პ.ს. 18 წლამდე ახალგაზრდის ადგილი სკოლაშია, აქციებს სრულწლოვანმა ადამიანებმა მიხედონ. პირადი პოზიცია არასამუშაო საათებში დავაფიქსირე, სასკოლო პოზიციაა სასწავლო პროცესის ხარისხიანი წარმართვა," - ნათქვამია განცხადებაში.