„დილით, თვალები რომ გავახილე, ჭერზე დამწვარი ტანსაცმელი დავინახე... ცოტა ხანში, ბებიას უთხრეს, რომ მამა გარდაიცვალა...“ - მარიამ გულბანი

მარიამ გულბანი

მომღერალი მარიამ გულბანი მამის ტრაგიკულად გარდაცვალების დღეს იხსენებს. 

ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ეს თემა ჩემთვის ძალიან სენსიტიურია. ვფიქრობ, მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად განვითარდებოდა. 

ჩემი კლიპის ჩაწერა იყო, 5 წლის ვიყავი. მაგ პერიოდში გახსოვთ, შუქები არ იყო და ერთი სახლიდან მეორეში ბენზინი მოჰქონდა. გზებიც უსწორმასწორო იყო. რაშიც ბენზინი ესხა, ავზს თავი არ ეფარა. ფეხებზე გადაესხა, მანქანიდან როცა გადავიდა და სიგარეტს მოუკიდა, დაიწვა... 

მამა რომ გარდაიცვალა, გამთენია იყო. დღემდე მახსოვს კადრები - დილით თვალები რომ გავახილე, ჭერზე დამწვარი ტანსაცმელი დავინახე. დავიწყე ტირილი და ჩემს დიდ ბებიას ვუთხარი. ცოტა ხანში, ზარი შემოვიდა და ბებიას უთხრეს, რომ მამა გარდაიცვალა.

მატყუებდენ, რომ მამა წასულია, მოვა... ვიღაცისთვის შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ყველა დეტალი მახსოვს მამასთან ერთად გატარებული. მახსოვს მისი ყველა ნაკვთი, აღნაგობა, ჩვენი ურთიერთობის ხარისხი, ყველაფერი... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი.

როცა მითხრეს, რომ სადღაც ვიყავი წასული, დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვა რაღაც ხდებოდა. მამა უჩემოდ სამსახურში არ დადიოდა. ტყავის ქურთუკი ეცვა, ჩამისვამდა და დავდიოდით ხოლმე“,  იხსენებს მომღერალი.

ვრცლად ↓