დიდთოვლობამ რეგიონებში პრობლემები შექმნა - თოვლის მაღალმა საფარმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს სახურავები დაუზიანა

ნო

თოვლის მაღალმა საფარმა ლანჩხუთისადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავები დაუზიანა. ოჯახები უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

დიდთოვლობის გამო, რეგიონის მასშტაბით შეჩერდა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და ბაღებში. დიდთოვლობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები.

 "ენერგო-პრო ჯორჯიას" და "სოკარ-გაზჯორჯიას" წარმომადგენლები ინტენსიურად მუშაობენ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენაზე. სხვა შესაბამისი სამსახურებიც მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.

 შექმნილი რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, ადგილზე ჩავიდა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. მან პირადად მიიღო ინფორმაცია შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირებისგან უხვი ნალექის შედეგად შექმნილი სიტუაციის შესახებ.

სტიქიას ებრძვიან იმერეთშიც, თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 80 სანტიმეტრს მიაღწია. ვანის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალაც.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სამტრედიაშიც, სადაც გზების გაწმენდის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ.