პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ „ტვ იმედის“ ეთერში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი აქვს, თავს კარგად გრძნობს.
როგორც გიამ აღნიშნა, მას ძალიან კარგი იმუნიტეტი აქვს და ამის მიზეზად მან მუდმივად პოზიტიური განწყობა დაასახელა.
„დიაბეტი მაქვს, ინსულინზე ვარ და ყოველთვის, როდესაც ანალიზებს ვაბარებ, ექიმები გაოცებულები არიან პასუხებით. ამდენი ხანი გავიდა და რაღაც დარღვევა უნდა მქონოდა.. ყველაფერი წესრიგში მაქვს. ზოგადად, ქვა და ფერები ისე მაბედნიერებს, რომ სულ კარგ ხასიათზე ვარ. კოვიდიც არ მქონია, გრიპი, სიცხე, არ ვიცი რა არის.. არ მახსოვს.
ამასთან დაკავშირებით ჩემი დასკვნა მაქვს. როგორ კი დაიწყო კოვიდი, არ გავჩერებულვარ, სულ ვწერდი გადაცემებს და სულ ტაშ-ფანდურს. მუდმივად კარგ ხასიათზე, სულ პოზიტივი მაქვს. განა ვიმუშავე ჩემ თავზე, ასეთი დავიბადე“, – ამბობს გია ჯაჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: სუნელებში საშიში ნივთიერებები ისევ იპოვეს - ქიმიური დანამატი, რომელიც კიბოს იწვევს